სასწავლო პროექტის პორტფოლიო
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
აკაკი ფრუიძე
|
|
რაიონი
|
ცაგერი
|
|
სკოლა
|
ალპანის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ცაგერი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,,კონფლიქტები“
|
||
თემის შინაარსი
|
||
თემის შინაარსის უკეთ გასაგებათ მოსწავლეები იკვლევენ კონფლიქტის
ტიპებს მათი წარმოშობის მიზეზებს და მათ გადაჭრის გზებს,გაეცნობიან პირველ და
მეორე მსოფლიო ომებს,რეგიონალურ კონფლიქტებს საქართველოში,რუსეთ-საქართველოს
2008 წლის აგვისტოს ომს,კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მაგალითებს,ამ
საკითხების გაცნობის შემდეგ დააკავშირებენ თანამედროვე ცხოვრებასთან და ცდილობენ
შეიმუშაონ კონფლიქტის გადაჭრის გზები. რის შედეგადაც შეეცდებიან გადაწყვითონ საუკუნოვანი
პრობლემები,როგორიცაა კლასში არსებული კონფლიქტები,მოსწავლე-მასწავლებლის და
მშობლებთან ურთიერთობები.მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან
დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს,საზოგადოებაზე დადებითი
გავლენის მოხდის მიზნით.
|
||
საგანი
|
||
ისტორია
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური მე-8 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
3 თვე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს
ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.
წერს თემას,რომელშიც აღწერს
საქართველოში,სოფლიდან ქალაქში გადმოსახლებული ოჯახის ცხოვრებას(მაგ.აფხაზეთიდან
ან სამაჩაბლოდან თბილისში ჩამოსახლებული დევნილების ცხოვრება).
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს
კონფლიქტების მიზეზები,განვითარება და შედეგები.
ადარებს
სხვადასხვა პერიოდის ომებისდროს გამოყენებულ იარაღს.
კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ადგენს
მისთვის ნაცნობი ომების სიას და აჯგუფებს მათ ცხრილის საშუალებით ხასიათისა და
მასშტაბის მიხედვით.
მსჯელობს თანამედროვე მსოფლიოში საომარი
მოქმედებების დროს მიღებული კანონებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობის
შესახებ.მსჯელობს როგორც მათ დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.
ჩამოთვლის ომის მსხვერპლთა
კატეგორიებს,თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ერთ-ერთი კატეგორიის
უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს,ერთმანეთს ადარებს
არჩეული კატეგორიისადმი მოპყრობის კონკრეტულ მაგალითებს საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შემუშავებამდე და მის შემდგომ პერიოდში.
ისტ.VIII.12.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ასახელებს მაგალითებს საქართველოსა თუ
სხვა ქვეყნების ისტორიიდან,როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო
გამოყენებული ძალა;
ჩამოთვლის პროტესტის გამოხატვის
მშვიდობიან ფორმებს;ასახელებს მაგალითებს მშობლიური თუ სხვა ქვეყნის ისტორიიდან
და კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს პროტესტის შედეგებს;
ჩამოთვლის იმ ღირებულებებს,რომლების
პატივისცემა აუცილებელია ადამიანის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის;
დასაბუთებისას იყენებს
ადამიანების(მაგ.განსხვავებული რასის,ეროვნების ან სარწმუნოების)მშვიდობიანი
თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;
იხსენებს შემთხვევას,როდესაც მან ან მისმა
ნაცნობმა შეასრულა მედიატორის(შუამავლის/მომრიგებელის)როლი კონფლიქტურ
სიტუაციაში;თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს ამ სიტუაციას და აფასებს შექმნილ
ვითარებას(მაგ.გარემოებები,საფრთხეები,მხარეთა შესაძლებლობები და მიზნები და
ა.შ.)და მედიატორის საქციელს(მაგ.მოტივაცია თვისებები,ცოდნა,მოქმედებები და
ა.შ.).
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები შეძლებენ:
▪გაანალიზონ რა არის კონფლიქტი და
კონფლიქტის ტიპები.
▪გაანალიზონ კონფლიქტის გამომწვევი
მიზეზები და მათი შედეგები ძველად და თანამედროვე ეპოქაში.
▪მოახდენენ ინფორმაციის
კლასიფიკაციას,გაანალიზებენ და დასახავენ კონფლიქტების მოგვარების გზებს.
▪გამოიყენებენ ტექნოლოგიებს ინფორმაციის
შესაგროვებლად და გასაერთიანებლად,შექმნიან ბუკლეტს,მოამზადებენ პრეზენტაციას
აუდიტორიისთვის.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
▪რა სახის კონფლიქტები გაგვიგია?
▪თქვენი
აზრით რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები?
|
|
თემატური
კითხვები
|
▪ცვლის თუ არა საერთაშორისო და
შიდა კონფლიქტები სამყაროს?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
▪რა არის კონფლიქტი?
▪რა შედეგები შეიძლება
მოიტანოს კონფლიქტმა?
▪როგორ მოაგვარებდით დღეს
არსებულ კონფლიქტებს მშვიდობიანი გზით?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის განმავლობაში
გამოვიყენებ გამოკითხვას მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი
კითხვების და ტექსტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების
გაცნობიერების შესამოწმებლად.განვსაზღვრავ მოსწავლეების საბაზისო ცოდნას და
დავეხმარები მათ გაიხსენონ რა იციან კონფლიქტების შესახებ..მოსწავლეებს ვთხოვ
გამოიყენონ სამოქმედო გეგმა,
რომელიც მათ გონებრივი იერიშის,დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს
დაეხმარება.
პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა,უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი.
საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გავმართავ მასწავლებელსა და თანაკლასელთა
კონფერენციებს უკუკავშირის გაზიარებისთვის.მოსწავლეებს ვთხოვ უკუკავშირის ფორმა
გამოიყენონ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად.ეს მათ პროექტის დახვეწაში
დაეხმარებათ.საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოვიყენებ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს და შესწორებებს შევიტან
ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით.შევაფასებ
მოსწავლეთა მონაწილეობას საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე:როგორ გვეხმარება
კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა გზები ცხოვრებაში.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
▪კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
▪ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
▪ტექნიკური უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
გავმართავ დისკუსიას
იმის შესახებ,თუ რატომ ხდება საზოგადოებაში სხვადასხვა სახის კონფლიქტები.რა
როლს ასრულებს კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ წარვადგენ ზოგად
კითხვას,რომელიც 3 თვის განმავლობაში იქნება განხილვის
საგანი: რა სახის კონფლიქტები გაგვიგია?ვიმუშავებ მთელ კლასთან
ერთად ან ჯგუფებად დავყოფ მოსწავლეებს და ვთხოვ შეავსონ ვენის დიაგრამა და
მოიფიქრონ,რა განსხვავებაა ძველ და თანამედროვე კონფლიქტებს შორის.გავმართავ
დისკუსიას მთელ კლასთან ერთად და განვიხილავთ კონფლიქტების ტიპებს და მათ
გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს.
ავუხსნი მოსწავლეებს მოცემული პროექტის
ფარგლებში როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და პარალელურად როგორ
შეაფასებენ ან გააცნობიერებენ მაინც კონფლიქტის ყველაზე ცნობილ ,,ნიმუშებს“პირველი და მეორე მსოფლიო
ომები.მოკლედ ავუხსნი მოსწავლეებს,რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი,სადაც
თანამედროვე პრობლემის და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ
გაკვეთილში არსებულ თემებსა და საკითხებს.მოსწავლეებს ვთხოვ პირველი და მეორე
მსოფლიო ომების შესახებ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და გაუზიარონ
იგი მთელ კლასს კარტოგრაფიული ფურცლის,ბლოგის ან ვიკის საიტის საშუალებით.კონფლიქტის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის გამომადგება შემდეგი
კითხვები:
▪
რა ასოციაციას იწვევს თქვენში ,,კონფლიქტი“?
▪
რა გავლენას ახდენს შიგა კონფლიქტები ქვეყნის და საზოგადოების
განვითარებაზე?
▪
რა გავლენას ახდენს კონფლიქტები ჩვენზე და როგორ ვრეაგირებთ?
▪
კონფლიქტის მოგვარების რომელი გზები არსებობს?
საკითხის შესწავლისას პერიოდულად ვთხოვ
მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხავ.ცვლის თუ არა საერთაშორისო და შიდა
კონფლიქტები სამყაროს?თავიანთ დღიურებში და დიდ და მცირე ჯგუფებში რამდენადაც ეს
მათეულ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული.
მაჰათმა განდი(არაძალადობრიობა-კონფლიქტის
მოგვარების მშვიდობიანი გზა) ვთხოვ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით
თავიანთი ნააზრევი დღიურში დააფიქსირონ.მცირე ჯგუფებში მათ უნდა განიხილონ
მოსაზრებები არაძალადობრიობასთან დაკავშირებით და დაასახელონ მაგალითები
საკუთარი ცხოვრებიდან,ლიტერატურული ნაწარმოებიდან ან კინოფილმებიდან.
შევამოწმებ რამდენად ღრმად გაიაზრეს
მოსწავლეებმა საკითხი.ამისათვის მათ საკლასო დავალებას მივცემ ესეს დაწერა
წიგნის გამოყენებით.ესეში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ტექსტთან დაკავშირებით
და თავიანთი ცოდნა პიროვნების როლის შესახებ ხალხთან და ხელისუფლებასთან
მიმართებაში,თემების შესახებ უნდა დააკავშირონ საკუთარ ცხოვრებასთან.თხზულებაში
გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვაც: ცვლის თუ არა საერთაშორისო და შიდა
კონფლიქტები სამყაროს?
საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად
ჩავატარებ გონებრივ იერიშს არსებული იმ სოციალური საკითხების შესახებ,რომელიც
დღესაც აქტუალურია.
საბოლოო პროექტი
განვიხილავ გონებრივი იერიში მეთოდს
დასახელებულ სოციალურ პრობლემებს და მოსწავლეებს ვთხოვ დაალაგონ ისინი მათ საზოგადოებაში
ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის მნიშვნელობის მიხედვით.
დაწვრილებით განვიხილავ საბოლოო
პროექტს,სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ ტექსტში
არსებული თემები და საკითხები და უნდა იმუშაონ საუკუნოვანი პრობლემების
გადაწყვეტაზე.მოსწავლეებს ავუხსნი ,რომ კვლევის შედეგები და პრობლემების
გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ და უნდა შექმნან პროდუქტი,რომელიც
მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს,მაგ.მულტიმედიური პრეზენტაცია,ბროშურა:
|
▪მოსწავლეები
იკვლევენ ინტერნეტ საიტებს,გაესაუბრებიან ექსპერტებს და კითხულობენ წიგნებს,რათა
გაეცნონ თინეიჯერ შვილებთან მშობლების და მასწავლებლის ურთიერთობის საუკეთესო
გზებს.შემდეგ ისინი ქმნიან პრეზენტაციას,რომელსაც
მშობელთა კრებაზე,ღია კარის დღეზე ან სხვა შეკრებაზე მშობლებს წარუდგენენ.
▪მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და ვთხოვ ჩაატარონ
გონებრივი იერიში პროექტის საკითხების,ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ.განვიხილავ
სამოქმედო გეგმის კომპონენტებს და ვთხოვ მოსწავლეებს შექმნან სამოქმედო
გეგმა,რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ.შეიძლება განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამოქმედო
გეგმის შაბლონი სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმაროს.მოსწავლეებს ავუხსნი ,რომ ეს
არის სამუშაო დოკუმენტი,რომელიც მათ გონებრივი იერიშის,დაგეგმვის და გეგმის განხორციელების
დროს დაეხმარებათ დადებითი შედეგის მიღწევაში-სკოლაში,საზოგადოებაში ან ზოგადად
ცხოვრებაში.კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვ თვალი მიადევნონ რესურსებს და
განსაზღვრონ მოქმედების კურსი.ზოგიერთ მათგანს შეიძლება დაჭირდეს კვლევის
ფორმა ,რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება.პროექტის დასაწყისში
დავარიგებ პროექტის ქულობრივი შეფასების
გზამკვლევს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება და
თავიანთი მოსაზრებების და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.პროექტის
მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავ მათ სამოქმედო
გეგმას,რათა მუშაობა სწორი მიმართულეით წარმართონ.ვთხოვ თითოეულ ჯგუფს
წარმოადგინონ დასრულებული სამოქმედო გეგმა,სადაც მოცემულია ინდივიდუალური
შეფასებები პრერზენტაციისთვის შექმნილ შესაბამის მასალასთან ერთად.როცა ყველა
ჯგუფს შევხვდები ინდივიდუალურად,ვთხოვ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის
მისაღებად.ამისათვის თანაკლასელთა
უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ.
მას
შემდეგ,რაც ყველა გუნდი წარდგება აუდიტორიის წინაშე,გავმართავ საკლასო
სხდომას,რომელსაც მშობლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც დაესწრებიან.შეხვედრაზე
განვიხილავთ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას,მათ პრეზენტაციებს,როგორ მიიღო
აუდიტორიამ წარმოდგენილი მოსაზრებები.პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიას დავასრულებ
მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ:ცვლის თუ არა
საერთაშორისო და შიდა კონფლიქტები სამყაროს?
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
თავის შესაძლებლობების
მიხედვით აკეთებენ დავალებებს იღებენ ფოტოებს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
მივაწოდებ გადათარგმნილ მასალას.
ნებას დავრთავ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე
შეასრულოს.
მოიტანოს ინფორმაცია მათ მშობლიურ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებზე.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
ყურადღებას მივაქცევ,რომ
საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს
ითვალისწინებდეს,რაც ნიჭიერი მოსწსვლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების
საშუალებას იძლევა.
წავახალისებ,რათა მათ
არა ზედაპირულად,არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების
კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
მე-8 კლასის
ისტორიის სახელმძღვანელო
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий